ემზარ ჯგერენაია : სახელმწიფო ძარცვავს მოსახლეობას

“სახელმწიფო ძარცვავს მოსახლეობას,”- ეს განცხადება ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაიამ გააკეთა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის განცხადებით, მოსახლეობამ არ იცის, თუ რა ოდენობის ბუნებრივ აირში იხდის ფულს.

ექსპერტი ფიქრობს, რომ საზოგადოებას უნდა მიაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია, ბუნებრივი აირი რა წნევით და რა შემადგენლობით მიეწოდებათ.

“გვითხარით, რაში რას ვიხდით. ანუ, რა წნევა უნდა მოდიოდეს, რა ქიმიური შემადგენლობისაა. თქვენ შეგიძლიათ, წნევა დაწიოთ და ჩვენ მეტის გადახდა მოგვიწევს. რაშია საჭირო აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები, ჩემთვის გაუგებარია,” – ამბობს ჯგერენაია.

დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ”მთავრობამ თავიდან უნდა აიცილოს გაზის საფასურის გაძვირება, ამ ეტაპზე მაინც.” მან მთავრობის წევრებს დაავალა, დაიწყონ აზერბაიჯანის მხარესთან მოლაპარაკებები გაზის საფასურის გაძვირების გადავადებასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური აცხადებს, რომ დესტაბილიზაციის მოწყობის მსურველ ძალაში მაინცადამაინც “ნაციონალურ მოძრაობას” არ გულისხმობს
შემდეგი სტატიასოკარი წილს ყიდის