ემზარ კვიციანი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

emzar-kviciani

ემზარ კვიციანი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.

ამასთან დაკავშირებით განცხადება ემზარ კვიციანმა დღეს საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.  კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებულის თქმით, მაშინდელმა პრეზიდენტმა ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბევრი კანონდარღვევა ჩაიდინა.

ემზარ კვიციანის განცხადებით, სარჩელი მომზადდება, როგორც ტერიტორიების გასხვისების, ასევე ჯარის შეყვანის პროცედურების დარღვევის გამო.

ყოფილმა რწმუნებულმა ასევე დეტალურად ილაპარაკა კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე, მასში ყოფილი ხელისუფლების წევრები დაადანაშაულა და მათ წინააღმდეგ სარჩელის მომზადებაც არ გამორიცხა.

კვიციანის სარჩელი უახლოეს პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოში შევა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შოთაძე – იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში არის წინსვლა
შემდეგი სტატიაგორში მამა გრიგოლის საქმიანობას საპატრიარქო სწავლობს