ემზარ კვიციანი თავისუფალია

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ემზარ კვიციანის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ემზარ კვიციანის ახლობლები მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ოვაციით შეხვდნენ.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ ყოფილ რწმუნებულს 12-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. გათავისუფლების საფუძველი მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება გახდა. საპროცესო შეთანხმებაზე ხელისმოწერა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც კვიციანის საქმის პროკურორი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

როგორც დაცვის მხარე აცხადებდა, საპროცესო შეთანხმებაზე ინიციატივა თავად პროკურატურისგან მოდიოდა და იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლო დაამტკიცებდა, კვიციანი საპატიმროს დატოვებდა.

პოლკოვნიკი ემზარ კვიციანი 2006 წლიდან შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბებასა და სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით იძებნებოდა. ის რუსეთიდან საქართველოში შარშან თებერვალში დაბრუნდა. სამართალდამცველებმა კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული აეროპორტშივე დააკავეს.

banner
წინა სტატიაში„კარტოფილის ეკონომიკიდან გამოვიდნენ და რეალურ ეკონომიკას მიხედონ,” – მიხეილ მაჭავარიანი
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად 9 თებერვლამდე კანდიდატურების წარდგენას ელოდება