ემზარ კვიციანი განცხადებას ავრცელებს

ემზარ კვიციანი პერმანენტული აქციების ჩატარებით იმუქრება

“თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ ემზარ კვიციანის განცხადებას:

kvici“მეგობრებო ბოლო დროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ნათელად დაგვანახეს,რომ უცხო ქვეყნის საელჩოები და კერძოდ ამერიკის ელჩი ,უხეშად ერევა საქაეთველოს შიდა საქმეებში.მიმაჩნია რომ სწორედ მათი დამსახურებაა დღეს ლარის კურსის თამაშიც, რათა გამოიწვიონ ხალხში მღელვარება ხელისუფლების დასაშინებლად,რომ შემდგომ ხელისუფლებას აკეთებინონ ის რაც მათ ინტერესებში შედის!
უცხოელ დამპყრობლებს ააქვთ ერთი მაგარი მეთოდი,ეროვნული ინტერესების გამტარებელ ხალხს წევენ განზე ,საჯარო სამსახურებიდან და ბიზნეს საქმიანობიდან.რათა ფული არ გაუჩნდეთ და მასთან ერთად თავისუფლებისთვის ბრძოლის სურვილი.გაჭირებული ადამიანი იოლად სამართავი მიაჩნიათ,მაგრამ მათ ავიწყდებათ ერთი რამ ,რომ ჩვენ ვართ ქართველები და გაგვაჩნია იმუნიტეტი, რომელიც შეიძლება გვიან, მაგრამ აუცილებლად გაიღვიძებს.სწორედ ის დრო მოვიდა ,როცა ჩვენ უნდა მივმართოთ იმ მეთოდს,ოღონდ უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელიც ჩვენ კოდორის(დალის)ხეობაში რაზმი “მონადირის”გაძლიერებისათვის გამოვიყენეთ.
მოქმედების გეგმას გაგაცნობთ ინდივიდუალურად რათა დავიცვათ კონსპირაციულობა.
მეგობრებო!მხოლოდ თქვენი დამსახურებაა ,რომ მე დღეს არ ვზივარ ჯილეგში. მაგრამ ჯილეგში არ ჯდომა არ ნიშნავს რომ თავისუფლები ვართ.საქართველო, რომელიც ეროვნულმა ხელისუფლებამ და პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა დამოუკიდებელ ქვეყანად, უკვე აღარაა თავისუფალი!.საჭიროა ჩვენი ძალების გაერთიანება! ამიტომ მოგიწოდებთ! შემოგვიერთდით საქართველოს პატრიოტთა ალიანსს და დავიწყოთ ჯერ-ჯერობით მშვიდობიანი გზით, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლა! ქალბატონმა ირმა ინაშვილმა გუშინ რეაქციაში გენიალურად მიმართა ხელისუფლებას:”ბატონებო მოკალით თქვენში მონა და ემსახურეთ საქართველოს”უფალმა გვაკურთხოს!”–აცხადებს ემზარ კვიციანი

banner
წინა სტატიაშიბათუმში ერთი თვის ჩვილი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაშეხვედრა სადაც სიკვდილის რიგში იდგნენ