ელტონ ჯონს რუსმა პრანკერებმა პუტნის ხმით დაურეკეს

ელტონ ჯონს რუსმა პრანკერებმა პუტნის ხმით დაურეკეს

ელტონ ჯონს რუსმა პრანკერებმა პუტნის ხმით დაურეკესცნობილმა რუსმა სატელეფონო გამთამაშებლემბა, ვლადიმირ კრასნოვმა და ალესეი სტოლიაროვმა აღიარეს, რომ ბრიტანელ მუსიკოს ელტონ ჯონს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სახელით დაურეკეს.
მათი თქმით, პუტინის სახელით სერ ელტონ ჯონს კრასნოვი ესაუბრა, რომელიც ასევე ცნობილია ვოვანი სახელით.  სტოლაროვი, რომლის ზედმეტსახელია ლექსუსი, მუსიკოსს წარუდგა როგორც პრეზიდენტის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი.

ფაქტის შესახებ პრანკერებმა “კომსომოლსკაია პრავდასთან” ისაუბრეს. ისინი ამბობენ, რომ ელტონ ჯონთან 11 წუთიან დიალოგს მალე გამოაქვეყნებენ.

დმიტრი პესკოვმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ელტონ ჯონს ელაპარაკა.
ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენმა ბრიტანელ მუსიკოსს დაურეკა, ელტონ ჯონის ისტაგრამის გვერდზე თვითონ მომღერალმა გამოაქვეყნა. მან მადლობა გადაუხადა პუტინს და მალე შეხვედრის იმედი გამოთქვა.

banner
წინა სტატიაშიპროტესტი მოლდოვაში
შემდეგი სტატიაუგულავას საქმეზე გადაწყვეტილება 21:00 საათზე გამოცხადდება