ელტონ ჯონი: მე ისევ მინდა პუტინთან შეხვედრა+ ვიდეო

ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი აცხადებს, რომ ძველებურად სურს რუსეთის პერზიდენტთან შეხვედრა – მიუხედავად რუსი პრანკერების გათამაშებისა.
“გათამაშება ეს გართობაა, თუმცა ჰომოფობია არ არის გართობა. მე მიყვარს რუსეთი და ჩემი წინადადება რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგის შესახებ ლგბტ საკითხებზე ისევ ძალაშია” – დაწერა მან ისტაგრანის საკუთარ გვერდზე.

“თუკი ამ სამწუხარო ხუმრობას შეუძლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრობლემაზე ყურადღების გამახვილებაში დამეხმაროს, მაშინ მე მოხარული ვიქნები ვიყო გათამაშების მსხვერპლი” – განაცხადა ელტონ ჯონმა.
14 სექტემბერს ცნობილმა მუსიკოსმა განაცხადა, რომ მას პუტინმა დაურეკა ტელეფონზე. მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ყურადღებისთვის და მალე შეხვედრის იმედი გამოთქვა.
მეორე დღეს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა უარყო ფაქტი, რომ პუტინი მუსიკოსს ესაუბრა.
პრანკერებმა ელტონ ჯონთან დიალოგი იუთუბზე გამოაქვეყნეს.

 

https://youtu.be/xpBpWNBswSs

banner
წინა სტატიაშილიბიის სანაპიროზე ისლამისტებმა რუსული გემი დააკავეს
შემდეგი სტატიაჩილეში მილიონი ადამიანის ევაკუაცია მოხდა