ელისო კილაძის სკანდალური განაცხადება ირაკლი ჩიქოვანმა არც უარყო და არც დაადასტურა

283715გია უდესიანს ბიზნეს გარიგებების სანაცვლოდ, ხელს ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ზვიად ჯანყარაშვილი აფარებდა-ამის შესახებ განცხადება, გაზეთ “ქრონიკა+”-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ, ტელეკომპანია იმედის ეთერში გადაცემა “რეაქციაში” საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, 2013-ი წლის გაზაფხულზე ხელისუფლებასა და გია უდესიანს შორის შედგა გარიგება,რის საფუძველზეც “ქართულმა ოცნებამ” თბილისის საკრებულოს ოთხი “ნაციონალი” წევრი გადაიბირა. მათ შორის ირაკლი შიხიაშვილი და კოკი იაონათამიშვილი. კილაძე ირწმუნება, რომ “გადაბირებები” გია უდესიანის და დავით კირკიტაძის დახმარებით შედგა. მისივე თქმით, გია უდესიანი ისევე როგორც ირაკლი შიხიაშვილი, იყვნენ თვითმმართველობის არჩევნებზე , საარჩევნო სიაში. ჟურნალისტის განცხადებით, სწორედ აღნიშნულ სიას მოჰყვა დაპირისპირება ზვიად ჯანყარაშვილს, ირაკლი ღარიბაშილსა და კახი კალაძეს შორის. კილაძის თქმით, სხდომას რომელზეც საარჩევნო სია წარადგინეს და სადაც სიის მე-7-ე ნომრად დასახელებული იყო გია უდესიანია, “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანიც ესწრებოდა. ელისო კილაძის განცხადებით, გარიგება გია უდესიანსა და ხელისუფლებას შორის ბიზნეს წილების გადანაწილების გამო შედგა.

 

safe_imageგადაცემა “რეაქციაში” სატელეფონო ჩართვისას ირაკლი ჩიქოვანმა ელისო კილაძის ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა

banner
წინა სტატიაშიჯანელიძე: “მუხათგვერდზე დაკრძალვის ცერემონია არ ყოფილა, ეს იყო დნმ-ისთვის აღებული ნიმუშების მიწისთვის მიბარება” (ვიდეო)
შემდეგი სტატიახუხაშვილი: ღარიბაშვილის მრჩეველი ვერ ვიქნებოდი, რადგან აზრი არა აქვს – ის თანამდებობას არ შეესაბამება