ელისო კილაძე–ღარიბაშვილს მწარედ აზღვევინებენ

ღარიბაშვილს მწარედ აზღვევინებენ

“საკადრო ცვლილებები მოულოდნელი არ იყო, მით უმეტეს, შიდა კოალიციური დაპირისპირების ფონზე და რესპუბლიკელებმა ეს ბრძოლა წააგეს”–აცხადებს ქრონიკა+ის მთავრი რედაქტორი ელისო კოლაძე “თაიმერთან” საუბარში.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია. გომელაურის შემცვევლი პრემიერს ჯერ არ დაუსახელებია. "ქრონიკა+"-ის რედაქტორის ელისო კილაძის ინფორმაციით შს მინისტრის პოსტზე სამი კანდიდატურა განიხილება, რომელთაგან ერთს პრემიერი უახლოეს დღეებში დაასახელებს. "შს მინისტრის პოსტი ნამდვილად საჯილადო ქვა გახდა, როგორც კოალიციის შიგნით ისე კოალიციის გარეთ, პირველი ის, რომ რესპუბლიკელებს ამ პოსტზე ჰყავთ თავიანთი კანდიდატურა და ეს გახლავთ გიგლა აგულაშვილი, ისინი შეეცდებიან, რომ ეს კანდიდატურა გაიყვანონ, კოალიციის პოზიცია თავად ჩემთვის უცნობია, მაგრამ ვიცი, რომ კარგი პოზიციები აქვს მინისტრის ამჟამინდელ მოადგილეს სოსო გოგაშვილს, რომელსაც პრემიერის საყვარელი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ძალიან კეთილგანწყობილად უყურებს. ჩემი ინფორმაციით, მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად სწორედ ის დაინიშნება ამ დღეებში, რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს. საზოგადოებას ალბათ ახსოვს, ნინო ბურჯანაძე, როცა მოსკოვიდან დაბრუნდა თქვა, რომ მას აქვს უსტარი და ის ელოდება შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილთან. მე მაქვს ინფორმაცია, რომ რუსები ამ პოსზტე, მას შემდეგ რაც მინდია ჯანელიძის თავდაცვის სამინისტროდან წამოსვლის გამო დაკარგეს სამინისტროზე კონტროლი ცდილობენ, რომ შს მინისტრის პოსტზე, მათთვის სასურველი კანდიდატურა გაიყვანონ. ვეჭვობ, რომ ეს არის ის დანაბარები, რომელის ნინო ბურჯანაძემ უნდა გადასცეს ირაკლი ღარიბაშვილს მოსკოვიდან. ამ ეტაპზე, რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდები, იმიტომ, რომ კოალიციის შიგნით, ეს საკითხი არ თანხმდება და არც რესპუბლიკელები აპირებენ პოზიციების დათმობას და არც ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არ ვიცით. გიორგი მღებრიშვილს, სასჯელაღსრულების მინისტრს, როგორც ვიცი მფარველობს ირაკლი ღარიბაშვილი და როგორც ვიცი, მას უნდა რომ ამ პოსტზე გაიყვანოს სწორედ მღებრიშვილი, რაკი ორ კვირაზე მეტ ხანს გაჭიანურდა ეს დავიდარება. ჩემი ინფორმაციით, მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნება სოსო გოგაშვილი ოფიციალურად, ეს მოხდება ამ დღეებში და ამის შემდეგ უკვე შემოდგომამდე ალბათ გაარკვევენ ვისი პოზიციები უფრო მყარია კოალიციაში, რესპუბლიკელების, რუსების თუ ბიძინა ივანიშილის",-განაცხადა ელისო კილაძემ.
“რაც შეეხება მღებრიშვილის შსს მინისტრის პოსტზე დანიშვნას, აბა, გადახედეთ მის ბიოგრაფიას, სადან მოდის?! – მგონი, კთხვები არ დაგრჩებათ!
მივესალმები კახიშვილის დანიშვნას, მინდა, რომ იყოს ძალიან წარმატებული მინისტრი და მგონია, ასეც იქნება!
ნიშნავს თუ თუ არა დღევანდელი საკადრო ცვლილებები ღარიბაშვილის კლანის გაძლიერებას? – ყველაფერი ამ ქვეყნად დროებითია. მის ამ თვითნებობას, რომელიც ჩაიდანა ამ ეტაპზე, მწარედ აზღვევინებენ და გეტყვით რატომაც. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მოიაზრებოდა კანდიდატურა სოსო გოგაშვილისა , რომელიც იყო ბიძინა ივანიშვილის დედიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის, მიერ რეკომენდებული ამ თანამდებობაზე .ღარიბაშვილმა ისარგებლა მამაცაშვილის საქართველოში არ ყოფნით და მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომლითვისაც აუცილებლად პასუხს აზღვევინებენ!
კითხვაზე, ველოდოთ თუ არა განაწყენებული რესპუბლიკელებისგან სიურპიზებს, ელისო კლაძე აცახდებს, რომ რესპუბლიკური პარტია, საერთოდ, სიურპიზების პარტიაა და ეს გამოჩნდა თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანაშვნის დროს. ასე რომ, არ გამოვრიცხავ! რესპუბლიკელები სიურპრიზებს აუცილებლად შემოგვთავაზებენ, თუმცა რა სახისი ქნება ეს, ამას დრო გვიჩვენებს”–აცხადებს ელისო კილაძე.

banner
წინა სტატიაშიანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის პოსტის დაკავებას მეოთხე ვადითაც აპირებს
შემდეგი სტატიაინგლისში აფეთქებული თვითმფრინავი, სავარაუდოდ, ოსამა ბინ ლადენის ოჯახს ეკუთვნოდა