ელისო კილაძე: „ორი სკანდალი ავაშორე უჩა მამაცაშვილს იმიტომ, რომ ეს იყო მისი უმრჩილესი თხოვნა ჩვენი საერთო მეგობრის მეშვეობით“

ელისო კილაძე: „ორი სკანდალი ავაშორე უჩა მამაცაშვილს იმიტომ, რომ ეს იყო მისი უმრჩილესი თხოვნა ჩვენი საერთო მეგობრის მეშვეობით“„ივანიშვილის დღევანდელმა ინტერვიუმ საბოლოოდ დაადასტურა, რომ ყველა კორუფციული სქემის, შანტაჟისა და არაადეკვატური მოქმედების უკან  დგას  ივანიშვილი , მავრობა და პრემიერი მისი დავალებების შემსრულებელია,“ – აცხადებს „თაიმერთან“ საუბრისას გაზეთ „ქრონიკა+“–ის  მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, რომელიც ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რამდენჯერმე ახსენა.
„ის სრულიად შოკშია იმიტომ, რომ მე, ელისო კილაძეს მაბარალებს ისეთი მასალის ავტორობას, რომელიც საერთოდ არ გამომიქვეყნებია. არანაირ წვერმაღალა ხეებსა და გაჩეხვაზე წერილი არ დამიწერია. ის პრიმიტიული მატყუარაა და ძალიან გთხოვთ, ჩემი შეფასებები ასე დატოვეთ, რადგან იგი საზოგადოებას ატყუებს. ის ღარიბაშვილის დაცვას ვერ მოახერხებს – ღარიბაშვილს ქართველი ხალხი განაჩენს გამოუტანს, განაჩენს გამოუტანს ბიძინა ივანიშვილსაც, რომელიც ისე მოუწვს ამ ქვეყნიდან წასვლა, რომ შესაძლებელია, კორიდორიც სახვეწარი გაუხდეს,“ – აცხადებს ელისო კილაძე.
მისივე თქმით, ივანიშვილი პრეზიდენტ მარგველაშვილის რეიტინგითაა გაღიაზიანებული: „მესმის მისი გაღიზიანება – პრზიდენტმა მოახერა, პარტიულ ინტერესებზე მაღლა დადგა და პრემიერ ღარიბაშვილს არ დაემსგავსა, რომელიც, უბრალოდ, პრიმიტიულად ჭორაობს და სრულიად გასაგებია, რატომ არ მოწონს მარგველაშვილი, რადგან ბიძინას ხელქვეითი არაა. ის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტია და დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში სრულიად ადეკვატურ ნაბიჯებს დგამს”.

 
ელისო კილაძე აცხადებს, რომ ივანიშვილს უჩივლებს.

 
„მერე რა,რომ მას მილიარდი აქვს და მე – არა?!იგი ჩემნაირი მოქალაქეა! მას აუცილებლად მოუწევს იმ ბრალდებების დადასტურება, რაც “ქრონიკა+”-ის მისამართით გააჟღერა. კეთილი, ინებოს და ბიძინა ივანიშვლმა წარმოადგინოს ელისო კილაძის მიერ ხელმოწერილი მასალა წვერმაღალ ხეებზე.

cms-image-000023171

ბიძინა ივანიშვილი გახლავთ სრულ საინფორმაციო ვაკუუმში და, როგორც ჩანს, საკუთარ ნათესავებსაც არ ეკონტაქტება. ამიტომ, მივმართავ თქვენი სააგენტოს მეშვეობით: ჰკითხოს თავის საყვარელ დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს, ბოლო ორი თვის განმავლობაში რამდენად მძიმე ორი სკანდალი ააშორა პირადად ელისო კილაძემ უჩა მამაცაშვილს იმიტომ, რომ ეს იყო მისი უმრჩილესი თხოვნა ჩვენი საერთო მეგობრის მეშვეობით.

ივანიშვილმა კარგად მოიკითხოს საკუთარ გარემოცვაში, არის თუ არა ელისო კილაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, „ქრონიკა+“ კი – „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანო?
ისიც იცოდეს, რომ თამარ ჩერგოლეიშვილი და მე ორი წელია, ერთმანეთს არ ვეკონტაქტებით სწორედ იმიტომ, რომ მე ბიძინა ივანიშვილის დამცველი ვიყავი, ის კი „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგის მეუღლეა“, – აცხადებს „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშითავისუფალი დემოკრატები პრემიერის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავენ
შემდეგი სტატია“რეფორმატორების” სარჩელი მთავრობის წინააღმდეგ