ელისო ბოლქვაძე UNESCO-ს მშვიდობის არტისტი ხდება

ქართველი პიანისტი, ელისო ბოლქვაძე, “UNESCO-ს მშვიდობის არტისტი” ხდება.

ამ საპატიო წოდების მფლობელები უკვე არიან მსოფლიო ვარსკვლავები: ანჯელინა ჯოლი, მარკუს მილერი, შირლი ბეისი, პლასიდო დომინგო და მსოფლიოში გამოჩენილი სხვა არტისტები.

დაჯილდოების ცერემონია პარიზში დღეს 18:30 წუთზე დაიწყება. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

ელისო ბოლქვაძეს „იუნესკოს მშვიდობის არტისტის” წოდებას იუნესკოს გენერალური დირექტორი, ირინა ბოკოვა, მიანიჭებს.

ელისო ბოლქვაძის შემოქმედება და საქველმოქმედო ღონისძიებები საერთაშორისო მასშტაბითაა აღიარებული. მისი საქველმოქედო ფონდი “ლირა” ნიჭიერი ახალგაზრდა პიანისტების აღმოჩენასა და დახმარებას ემსახურება.

banner
წინა სტატიაში25 წლის ქალი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს
შემდეგი სტატიათამაზ სუხიაშვილის, სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში მიმდინარეობს