ელისაშვილი მერიას ბოთეებს უწოდებს

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, თბილისის მერიას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ერთ-ერთ მაგალითად, დადიანის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებს.

„ნამდვილად არ ვიცი რა სჭირთ. მე არასდროს, რაც უნდა მოხდეს ნაციონალური მოძრაობა არ მომენატრება, მაგრამ ესენიც რომ ბოთეები არიან ხომ ფაქტია.

მართლაც და გზების დაგებას რა უნდა. რამდენი ხანია რაც დადიანზე ე.წ. გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე გზა კეთდება, რა დროსაც გინდათ გაიარეთ ოთხი მუშა ზის და ღიღინით მიჰყვება საქმეს.“- აცხადებს ელისაშვილი გაზეთ ახალ თაობასთან საუბარში.

banner
წინა სტატიაშისადღობელაშვილის სკანდალური მიმართვა ალექსი პეტრიაშვილს
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნეპალში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ინდოეთში მდებარე საელჩოსთან დასაკავშირებლად საკონტაქტო ინფორმაციას აქვეყნებს