ელიაობას გილოცავთ ყველა ქრისტიანს!

ელიაობას გილოცავთ ყველა ქრისტიანს!

ელიაობას გილოცავთ ყველა ქრისტიანს!ელიაობა ღამე და ,,ჭეჭეთობა სერი,,
,,ჭეჭეთობა სერი,, (,,სერი,,მეგრ.-ღამე) რომელსაც სამეგრელოში ,,ელიობის,, ღამეს (წმინდა ელია თეზბიტელის ხსენების დღე-20 ივლისი ძველი სტილით და ახლით- 2 აგვისტო) აღნიშნავენ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა დროს აღნიშვნადი ,,ჭიაკოკონობის,, მსგავსი დღესასწაულია…. უბანში კოცონის დანთების, კოცონის გარშემო სამეზობლოს შეკრების და ასევე პატარა პურ-მარილის მოწყობის რიტუალით.სამეგრელოში, წინადღით, ოჯახის უფროსს ტყიდან მოაქვს ,,ელი,,ს (ასე ეძახიან სამეგრელოში ბუჩქოვან მცენარეს რომელიც ისხამს ყვითელ ყვავილებს, რომლსაც საოცარი სურნელი აქვს და მისგან ეთერ-ზეთსაც ხდიან) ყვავილოვანი ტოტები და მას ეზოში, ყანაში და ბოსტანში არჭობენ.

საღამოს თადარიგს იჭერენ კოცონისათვის (შეშა ან რეზინის საბურავებით), რომელსაც ზუსტად ღამის თორმეტზე ანთებენ.ხარებს რქებზე უნთებენ სანთლებს და აგრეთვე პატარებისთვის თმებში თაფლის სანთლის პატარა ნაჭრის ჩამაგრებაც იციან. რაც თავი მახსოვს, კომუნისტების დროიდან მოყოლებული, ამ დღესასწაულს ყოველწლიურად აღნიშნავენ ჩემს სოფელსა და კუთხეში, თუმცა ამ ბოლო დროს გავიგე, რომ ზოგიერთ რაიონში, ,,ჭეჭეთობის,, აღნიშვნა მარიამობის ღამეს დაუწყიათ, რაც ჩემი აზრით არასწორია. ელიაობა ღამეს, სამეგრელოში აღნიშვნადი ეს დღესასწაული რადიკალურად სხვა ჭრილში შეიძლება განვიხილოთ, ვიდრე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, სხვადასხვა დროს აღნიშნული ,,ჭიაკოკონობა,, რომელსაც მარლთმადიდებლური ეკლესიაც და ეთნომკვლევარებიც წარმართული დროინდან შემორჩენილ ცრუ რწმენას და ტრადიციებს მიაკუთვნებენ, განიხილავენ მას, როგორც ცეცხლთაყვანისცემის (ეშმაკისაგან ცეცხლით განწმენდის) ერთ-ერთ რიტუალს.

ჩემი აზრით, ელიაობა ღამეს ,,ჭეჭეთობის,, გამართვა, არამცთუ ცეცხლთაყვანისცემას და ცრუ რწმენას უკავშირდება, არამედ ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ცეცხლის დანთების რიტუალი უკავშირდება ძალიან მნიშვნელოვანი წმინდანის ხსენებას და პატივის მიგებას. თუ როგორ… ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ. წმინდა ელია თეზბიტელი ქრისტეშობამდე 900-ზე მეტი წლის წინ დაიბადა ქალაქ თეზბაში, მდინარე იორდანეს მახლობლად და მან სიყმაწვილიდან ღმერთს უძღვნა თავი.მისი მოღვაწეობა ისრაელის ყველაზე კერპთაყვანისმცემელი მეფის, ახაბის დროს უკავშირდება, როდესაც ისრაელს ბევრი უბედურება დაატყდა თავს… ის როგორც ჭეშმარიტი ღმერთის წინასწარმეტყველი ნამდვილი ღმერთისკენ შემობრუნებაზე მოუწოდებდა ხალხს. მის სახელს უკავშირდება მრავალი სასწაული და წინასწარმეტყველება. წმინდა ელია წინასწარმეტყველზე არსებულ ინფორმაციაში, გვხდება ორი მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც ამ წმინდანსა და ცეცხლს შორის არსებულ მნიშვნელოვან დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

პირველი: ეს გახლავ მეოთხე საუკუნის გამოჩენილი საეკლესიო მწერლისა და კვიპროსის მთვარეპისკოპოსის, ნეტარი ეპიფანე კვიპრელის ცნობები ელიას დაბადებაზე… როდესაც ელია დაიბადა, მისმა მამამ იდუმალი ჩვენება იხილა: კეთილსახიერი ჭაბუკები ცეცხლის ალში ახვევდნენ ახალშობილს და ცეცხლით კვებავდნენ მას.

მეორე: ბიბლია… როგორც იოანეს გამოცხადებიდან ირკვევა, ,,უფლის ნებით წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლით იქნა აღტაცებული ზეცად,,. ზემოთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ელია წინასწარმეტყველის, როგორც დაბადებაში, ასევე მის ზეცად აღვლენაში ცეცხლის ელემენტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, რაც გვაძლევს საბაბს იმისა, რომ მისი ხსენებსის დღეს (ღამეს) ანთებული კოცონი, განვიხილოთ არა როგორც ცეცხლისადმი თაყვანისცემა, არამედ როგორც წმინდანისადმი პატივისცემის რიტუალი, რომელიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს. საეკლესიო გადმოცემით, ელია თეზბიტელი, ქართველთათვის მნიშვნელოვანი წმინდანი, კიდევ იმით გახლავთ, რომ მისი ხალენი (მოსასხამი) არის პირველი დიდი სიწმინდე რომელიც საქართველოში უფლის კვართის ჩამოტანამდე იქნა ჩამოტანილი და რომელიც მცხეთაში, უფლის კვართის სიახლოვესაა დაკრძალული.

კახაბერ ადამია

banner
წინა სტატიაშილეონიდ აგუტინმა და ანჟელიკა ვარუმმა სოხუმში კონცერტი გამართეს
შემდეგი სტატიაამერიკელი კონგრესმენი: „რუსულ არმიას სერიოზული ზიანი უნდა მივაყენოთ!“