ელენე ხოშტარია: “თუკი უკრაინა და საქართველო ნატოში შევლენ, ჩვენ მე-3 მსოფლიოს ომს მივუახლოვდებით”

ელენე ხოშტარია:

ელენე ხოშტარია: "თუკი უკრაინა და საქართველო ნატოში შევლენ, ჩვენ მე-3 მსოფლიოს ომს მივუახლოვდებით" კიევის ეკონომიკის სკოლაში ქართველი პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიას ლექცია გაიმართა თემაზე “უკრაინის ნატოში ინტეგრაცია. არის თუ არა შესაძლებელი რეგიონში სხვა ფორმით შენარჩუნდეს დემოკრატია”.
ხოშტარიამ აშშ-ს და ნატოს როლზე, საქართველოს ალიანსთან ურთერთობასა და მის სპეციფიურობებზე, ასევე,საქართველოს და უკრაინის თანამშრომლობის პლიუსებზე ისაუბრა.

“საქართველოში არავინ დავობს საქართველოს ნატოში გაწევრიანების აუცილებლობაზე. ეს ერთდროულად კარგიც არის და ცუდიც. კარგია იმიტომ, რომ არის საკმაოდ დიდი მხარდაჭერა, მაგრამ ცუდია იმიტომ, რომ არავინ სვამს შეკითხვას, რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი. როცა ჩვენ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ვლაპარაკობთ, პირველ რიგში ორ შეკითხვას უნდა ვუპასუხოთ: რატომ და როგორ”.

აშშ-ს როლზე

“ნატო  ეს მხოლოდ ის ორგანიზაცია არ არის, სადაც ბევრი ტანკია. ალიანსის შექმნა ომისშემდგომი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ყველა მიეჩვია ფიქრს, თითქოს ნატო შექმნეს იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირს დაპირისპირებოდა, მაგრამ კონტექსტი უფრო ფართო იყო. ალიანსის შექმნის თავდაპირველ ეტაპზე ყველა კარგად იაზრებდა, რომ ეს ძლიერი აშშ-სგან დასუსტებული ევროპის გარანტირებული დაცვა იყო.”

“ნატო – ეს რაღაც ჯარი არ არის, რომელიც ბრიუსელში დგას, ეს მართვის და პოლიტიკური გადაწყვეტილებების სისტემაა. ჩვენ ვღებულობთ სისტემას – ერთის მხრივ ეს არის ფული, რომელიც ევროპულ სახელმწიფოებში იდება და მეორეს მხრივ – ეკონომიკური თანამშრომლობის საფუძვლებია, რომლის მიზანი პოლიტიკური ინტეგრაციაა, მესამე – ტრანსატლანტიკური ალიანსი იმისთვის იქმნება , რომ ევროპულ სახელმწიფოებს აშშ-ს დაცვა შეეძლოთ.
აშშ-ს სამხედრო სფეროში ინვესტიციებსა და ხარჯებზე ბევრი დისკუსია იმართება. არც ერთი ევროპული სახელმწიფო არ ხარჯავს მინიმუმსაც კი, რომელიც აუცილებლად ითვლება: ქვეყნის შიდა ბრუნვის 2%. ეს დაუწერელი კანონია – ალიანსის ყველა წევრმა ქვეყანამ საკუთარი შიდა ბრუნვის 2% უნდა გადაიხადოს, რომ ნატომ შეინარჩუნოს და განავითაროს საკუთარი პოტენციალი. მაგრამ ევროპაშიც სრულ პასუხისმგებლობას არ იღებენ საკუთარ რეგიონში უსაფრთხოებაზე – ეს ამერიკის მხრებზე კიდია. ცოტათი უტრირებულია, მაგრამ ახლა რუსეთის მთავარი ამოცანაა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს შორის უთანხმოების გაზრდა. ნატო ის ბაზაა, რომელიც ამ სახელმწიფოებს ერთ სტრატეგიულ კონტექსტში კრავს”.

“ნატოში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანებით ჩვენ ევროპული უსაფრთხოების პოტენციალს ვზრდით, რადგანაც არ დარჩება ისეთი სახელმწიფო, სადაც რუსეთს დაუსჯელად შეეძლება სამხედრო მოქმედებები აწარმოოს”.

მესამე მსოფლიოზე

“საქართველოში ვარდების რევოლუცია ზუსტად ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკური ლოზუნგებით მიდიოდა. ეს უბრალოდ კორუფციის წინააღმდეგ რევოლუცია არ ყოფილა. საქართველოსთვის მთავარი სტრატეგია იყო დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება. 2004 წელს ამ სფეროში აქტიური პროცესი დაიწყო. ერთის მხრივ, ალიანსი და ევროკავშირი ინსტიუტს ქმიან, იზრდება მათი ჩვენს საკითხებში გაზრდის კოეფიციენტი, მეორეს მხრივ, ჩვენ თვითონ დავიწყეთ ბრიუსელში სიარული. პარალელურად რუსეთის პოლიტიკის გააქტიურება ხდება. ჩვენი ინტეგრაციის პროცესი ამ ქვეყნის წინააღმდეგობის ფონზე მიმდინარეობდა.
პრინციპში, რუსეთი სტრატეგიულად ვერ შერეგუება იმას, რომ ქვეყნები, რომელსაც ის საკუთარ ექსკლუზიურ გავლენის სფეროდ თვლის, გახდნენ სუვერენულები. ეს განსაკუთრებით უკრაინას ეხება. როგორც ბჟეზინკი ამბობდა, უკრაინის გარეშე რუსეთის იმპერია ვერ ჩამოყალიბდება. რუსეთისთვის მიუღებელია თვითონ იდეაც კი, რომ ჩვენი სახელმწიფოები უსაფრთხოების გარანტიით იარსებებენ”.

“ნატო და ევროკავშირი ამას უკრაინის მოვლენებემდე ასე არ აღიქვამდნენ. საქართველოში ომის შემდეგაც ამ სტრუქტურებს ერთიანი მიდგომა ჰქონდათ: ევროპული უსაფრთხოების საკითხში რუსეთის როლის გაზრდა. მათ სჯეროდათ, რომ რუსეთთან მოილაპარაკებდნენ”.

“ნატო მეხუთე მუხლის ქვეშ არსებული ქვეყნების საზღვრებზე სწავლებებს აფართოებს. მეორეს მხრივ, რა ვუყოთ გაფართოვებას? თუკი ნატო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსში გაწევრიანდებიან, ჩვენ პირდაპირ მესამე მსოფლიო ომს ვუახლოვდებით. როგორ შევთავაზოთ ერთის მხრივ გაფართოება, და მეორეს მხრივ გლობალური კონფლიქტის დაუშვებლობა? საბოლოო პასუხები ამ შეკითხვებზე არ არსებობს, იმის მიუხედავად, რომ არსებობს ისტორიული პრეცენდენტები, მათ შორის გერმანია. საქართველომ და უკრაინამ ეს უნდა შეისწავლონ. უკრაინა და საქართველო არ არიან პასიური სუბიექტები საერთაშორისო ურთიერთობებში. ამ საკითხებში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ხმა გვაქვს”.

“საქართველოში არის ასეთი კომპლექსი, რომ ჩვენ პატარა ქვეყყანა ვართ და ჩვენს მაგივრად გადაწყვეტილებებს იღებენ მოსკოვში, ბრიუსელში, ვაშნგტონში. მაგრამ ვარდების რევოლუციის შემდეგ მოვლენები სხვას ამტკიცებენ. სინამდვილეში, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა პოზიციაში ვაყენებთ საკუთარ თავს ევროპასთან მიმართებაში”.

banner
წინა სტატიაშიMicrosoft დამატებაზე მუშაობს, რომელიც ახალ ამბებს ხმამაღლა წაიკითხავს
შემდეგი სტატიაჰილარი კლინტონის ფოსტაში 60 საიდუმლო ინფორმაცია აღმოაჩინეს