ეკონომიკის სამინისტრო „Doing Business“-ის შეფასების მეთოდოლოგიაზე დამატებით განმარტებას აკეთებს

ეკონომიკის სამინისტრო „Doing Business“-ის მიერ კვლევის მეთოდოლოგიის შეცვლის შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით მეთოდოლოგიაში 6 მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა.

სამინისტროში განმარტავენ, რომ 2016 წლის „Doing Business“-ის შეფასება ეფუძნება მნიშვნელოვნად შეცვლილ მეთოდოლოგიას – გაფართოვდა კვლევის ფარგლები და მეთოდოლოგია, კვლევას დაემატა ხარისხობრივი მონაცემები, რომელიც ადრე არ ფასდებოდა.

“განხორციელდა 6 მნიშვნელოვანი ცვლილება, რეიტინგს დაემატა 3 ახალი ინდიკატორი, ხოლო 3 შეიცვალა. სწორედ ამ ცვლილებამ განაპირობა ის, რომ ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით გადაანგარიშდა ყველა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს 2015 წლის პოზიციაც და მე-15 ადგილის ნაცვლად, საქართველოს 24-ე ადგილი მიენიჭა.კიდევ უფრო დეტალურად რომ ვთქვათ, თუ ის ხარისხობრივი მაჩვენებლები, რომლებიც Doing Business-ს დაემატა, შეფასდებოდა წინა წლების პერიოდში, საქართველოს პოზიციები იქნებოდა განსხვავებული და ვიქნებოდით შედარებით უკან”, – განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი სულაკაძის აცილების საკითხი განიხილება
შემდეგი სტატიათბილისის გარშემო გამხმარი ხეების ჩანაცვლებითი სამუშაოები დაიწყება