ეკონომიკის სამინისტროს შენობა 9 450 000 დოლარად გაიყიდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა 9 450 000 დოლარად გაიყიდა. თბილისში, ჭანტურიას ქუჩა 12-ში მდებარე შენობის პრივატიზაციასთან დაკავშირებული აუქციონი ცოტა ხნი წინ დასრულდა. აუქიონის შედეგების მიხედვით, შენობა 9450000.00 USD (21766185.00 GEL) გაიყიდა.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ჭანტურიას ქუჩა #12-ში მდებარე შენობა, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა განთავსებული, პირობიანი აუქციონის ფორმით გასაყიდად 29 მაისს გამოიტანა.
უძრავი ქონება მოიცავს მიწის ნაკვეთს 4.200 კვ.მ. და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას, ფართით 11.200 კვ.მ. ობიექტს აქვს ასევე ინდივიდუალური ტერიტორია პარკინგისთვის. საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 6 მილიონი აშშ დოლარით იყო განსაზღვრული.
“ძირითადი საინვესტიციო ვალდებულებაა მყიდველის მიერ 3 წლის ვადაში არა ნაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს მოწყობა და ფუნქციონირების დაწყება”, – განაცხადა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ეკატერინე სისაურმა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გადავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და კონკრეტულად ვინ შეიძინა შენობა.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო ქალაქ გორში ახალ საპილოტე პროექტს იწყებს
შემდეგი სტატიასაფრანგეთში ტერაქტში ეჭვმიტანილის სახლში სპეცოპერაცია მიმდინარეობს