ეკონომიკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბიუჯეტი 400 მილიონით შემცირდება

ეკონომიკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბიუჯეტი 400 მილიონი ლარით შემცირდება, რათა ბიუჯეტი იყოს შესაბამისი ეკონომიკური ზრდის პროგნოზთან, რომელიც ასევე იცვლება და 5%-დან 2%-მდე ჩამოვა.

ექსპერტები სწორ გადაწყვეტილებას უწოდებენ ადმინისტრაციული ხარჯის შემცირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებასაც. თუმცა, ეს მათი აზრით არასაკმარისია და ექსპერტები მთავრობას ურჩევენ, ისეთი პროექტების შეამციროს, რომლის სუფსიდირებასაც მთავრობა ახორციელებს.

როდის მიმართავს მთავრობა ბიუჯეტის კორექტირების მოთხოვნით პარლამენტს, ეს ჯერ ცნობილი არ არის.

banner
წინა სტატიაშიქვეყანაში არსებული ეკონომიკურ ვითარებაზე სასაუბროდ, პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს ხვდება
შემდეგი სტატიასოხუმში რუს სამშვიდობოებს ძეგლს უდგამენ