ეკა ხოფერია: მეზიზღებით ყველა, ვინც ამაში ერთი პროცენტით მაინც იყო გარეული

„ვინ აკეთებდა ამას? ვინ უკვეთავდა? ვინ იღებდა? სად დაიბადეთ, სად გაიზარდეთ, ვინ ხართ????“- ასე ეხმაურება ჟურნალისტი ეკა ხოფერია უკრაინული მედიაპორტალის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებს, რომელიც ქართველი პატიმრების წამებას ასახავდა.

„ახლახან შემოვედი ფეისბუქზე. ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო მას შემდეგ, რაც ეს კადრები ვნახე.

ჩემს სტატუსს რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მეზიზღებით ყველა, ვინც ამაში ერთი პროცენტით მაინც იყოთ გარეული. სხვა თემაა, რომ ეს ჩანაწერები უნდა წაშლილიყო, რომ ირღვევა ადამიანის უფლებები, რომ არ უნდა გავრცელებულიყო და ეს შეიძლება ხელოვნურად მომხდარიყო- კადრების გავრცელება. მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? ვინ აკეთებდა ამას? ვინ უკვეთავდა? ვინ იღებდა? სად დაიბადეთ, სად გაიზარდეთ, ვინ ხართ???? გამოიძიეთ, დაამტკიცეთ, ხალხი არ ხართ? გასკდა ეს გული, რას გვერჩით?!!!!!“-წერს ხოფერია.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი–„იმედი“ ერთ-ერთ ბანკში გაიცვალა?
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო: ჯენერიკების შემოსვლა წამლებს მნიშვნელოვანდ გააიაფებს”