ეკა ხერხეულიძე პარლამენტში ბრუნდება

მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი წარმომადგენლი უახლესი ისტორიის გაყალბებითაა დაკავებული

დავით საყვარელიძეს, რომელიც უკრაინის გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ დაინიშნა, საქართველოს პარლამენტში ეკა ხერხეულიძე შეცვლის.

შემდგომი პროცედურების თანახმად, პარლამენტი ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წარდგინებას სასესიო კვირაში ცნობად მიიღებს. რაც შეეხება პრიორიტეტებსა და გეგმებს, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, ამის შესახებ დეპუტატად გახდომის შემდეგ ისაუბრებს.

ეკა ხერხეულიძე “ნაციონალური მოძრაობის” მანდატით წინა მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.
დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ვიქტორ შოკინმა პირველი მოადგილის პოსტზე ოფიციალურად დღეს წარადგინა.

უკრაინული მედიის ცნობით, საყვარელიძე გენერალურ პროკურატურაში კადრებს, ევროინტეგრაციისა და უკრაინის პროკურატურის რეფორმირების საკითხებს უხელმძღვანელებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი ეწვევა
შემდეგი სტატიაეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ხანგრძლივი ანალიზის შედეგს უწოდებს