ეკა ნონიკაშვილის პირველი კომენტარი

გია უდესიანიმოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის მეუღლე ეკა ნონიკაშვილი „იმედის კვირასთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.
ნონიკაშვილის თქმით, მისი მეუღლის მკვლელები ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი გია უდესიანი და კუს ტბის მფლობელი, ხარძიანის ყოფილი კომპანიონი რევაზ ქურასბედიანი არიან.
„გია უდესიანმა და რეზო ქურასბედიანმა მომიკლეს ქმარი. ეგენი არიან ჩემი ქმრის მკვლელები. კიდე ვიმეორებ, გიორგი უდესიანმა, დუჟმორეულმა, ნარკომანმა უდესიანმა და რევაზ ქურასბედიანმა მომიკლეს ქმარი. ბესო ხარძიანი ამ ორმა ადამინმა მომიკლა. მთელი ოჯახი მკვლელია“, – განაცხადა ეკა ნონიკაშვილმა.
ამასთან, ნონიკაშვილი აღნიშნავს, რომ მიხეილ ხარძიანის მიერ გაკეთებული განცხადებები სისულელეა. ნონიკაშვილი ვარაუდობს, რომ მიხეილ ხარძიანმა უდესიანისგან დიდი ფული აიღო.
გარდაცვლილი ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის შვილი პირველი ქორწინებიდან მიხეილ ხარძიანი მამის მკვლელობაში ხარძიანის მეორე მეუღლეს ეკა ნონიკაშვილს ადანაშაულებს.
მისი განცხადებით, ეკა ნონიკაშვილს მხოლოდ ქონება და მემკვიდრეობა აინტერესებს. ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი საკუთარი სახლის სადარბაზოსთან 28 მარტს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა მოკლა. ოჯახი მომხდარ მკვლელობას გია უდესიანს უკავშირებს.

banner
წინა სტატიაშივერ ვიტყვი რამდენად სამართლიანია საბერძნეთის სასამართლო, თუმცა შესაძლოა არაა სასამართლო კორუფციისგან თავისუფალი
შემდეგი სტატიაგიორგი ლოთუაშვილმა თანამდებობა დატოვა