ეკა გიგაური: მსგავსი შემთხვევების გამო მოქალაქემ უფრო დაცულად შეიძლება იგრძნოს თავი

ეკა გიგაური: მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროებმა გაითვალისწინონ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება:
,,კარგია, რომ საკონსტიტუციო და საქალაქო სასამართლომ მართლმსაჯულების ფუნქცია რეალურად შეასრულა. ზუსტად მსგავსი შემთხვევების გამო მოქალაქემ უფრო დაცულად შეიძლება იგრძნოს თავი. ცხადია, ვერც საკონსტიტუციო სასამართლო იტყოდა, რომ 9 თვეზე მეტ ხანს შეიძლება იყოს წინასწარი პატიმრობა და ვერც საქალაქო სასამართლო იტყოდა, რომ ამის შემდეგ უგულავა მაინც უნდა დარჩეს პატიმრობაში. ერთი მიკვირს ამ მთელ პროცესში როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ერთი წევრის ასევე პროკურატურის წარმომადგენელთა ქმედებები, რომლებმაც როგორც თავიანთ მიუკერძოებელ რეპუტაციას ასევე ქვეყნის იმიჯს საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენეს. რის გამოც მომავალში გაუჭირდებათ დაუმტკიცონ ჩვენს პარტნიორებს ის, რომ სამართალდამცავი ორგანოები დეპოლიტიზირებულები არიან. სამწუხაროა ეს ყველაფერი. უფრო სამწუხარო კი ის არის, რომ ვერც ისინი და ვერც მათი ხელმძღვანელები ამას ვერ ხვდებიან. სასამართლო, რომ ბევრი პრობლემის მიუხედავად უფრო თავისუფალია ეგ კი დავინახეთ ყველამ”– აცხადებს გიგაური.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: დღეს ისინი დამარცხდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ ბრძოლის ნაწილია
შემდეგი სტატიაუნგრეთის პრეზიდენტი არაბების ლტოლვილებად ქცევაში აშშ-სა და დასავლეთს ადანაშაულებს…