ეკა გიგაური ივანიშვილს პასუხობს

არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა,, ხელმძღვანელი ეკა გიგაური, ბიძინა ივანიშვილის მიერ მის მიმართ გადაცემა 20:30-ში გამოთქმულ ბრალდებებს სოციალური ქსელით პასუხობს…
,,დავიწყოთ იქიდან, რომ საერთო ჯამში გადაცემის მთავარი არსი ვერ გავიგე. რაც გავიგე, არის ის, რომ: 1. კრიტიკას ვერ იტანს, ჩვენი ანგარიშები არ წაუკითხავს და არც ანალიზს გაცნობია ზედმიწევნით. 2. კამპანია “ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ” არამართებულად და უადგილოდ მიაჩნია, კიდევ კარგი არ იცოდა, რომ საკონსტიტუციოში უკვე ჩაინიშნა ჩვენი სარჩელის განხილვა, სადაც მისთვის მისაღებ ანუ შსს მიერ ჩვენს საუბრებზე პირდაპირი წვდომის ნორმას ვასაჩივრებთ, თორემ არც სასამართლოსთვის დირექტივის მიცემას მოერიდებოდა :):):) 3. მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საზოგადოება სახეზე ცნობდეს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ციხეში აწამეს და გააუპატიურეს (ალბათ ასე წარმოუდგენია მას ამ ხალხის რეაბილიტაცია), ხოლო მე და კახა კოჟორიძე თუ ამას ვეწინააღმდეგებოდით და ეფექტურ გამოძიებას ვითხოვდით, “ნაცები” ვყოფილვართ (იმედია გაარკვევს, რომ წამების ყველა ფაქტი ჯერ არ არის გამოძიებული და არც ყველა მოძალადე დასჯილა.. კარგი იქნება თუ პროკურატურასაც ასე გულანთებული გააკრიტიკებს). ისე, არც შსს-ში შექმნილი ვიდეო არქივის საქმე გამოძიებულა, ესეც ჩემი ბრალია ალბათ.. 4. და ბოლოს, ცხადია ხაინდრავას და ადამაშვილის მესიჯ ბოქსზე ზის, უფრო სწორედ ესენი ასრულებენ მის დავალებას (იმედია იცის, რომ მათ უკვე ვუჩივლე სასამართლოში)… ანალიზი ყველამ თვითონ გააკეთოს. ისე, შსს თუ გამჭვირვალე და აპოლიტიკურია, ორი თვეა ვითხოვ იმ დოკუმენტებს, რაც საფუძვლად დაედო ჩემთვის 8 წლის წინანდელ სამსახურში უმცროსი წოდების მინიჭებას, მაგრამ არ მაძლევენ, აქაც რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი, თორემ შსს ხომ მომაწვდიდა, რა აქვს დასამალი:):):) მგონია, რომ სიტუაცია საერთო ჯამში კომიკური იყო. განსაკუთრებით იმიტომ, რომ საკუთარი ტელევიზიის საკუთარი გადაცემიდან, თავისი ექსპერტების მეშვეობით აკრიტიკებდა მედიას და არასამთავრობოებს და მათ წინა მთავრობასთან გარიგებას აბრალებდა, მაშინ როდესაც თვითონ ბოლო ორი მთავრობის მთავარი დამფინანსებელი იყო. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ყველაზე სწორი აზრი ალბათ ის იყო, რომ პოლიტიკური თანამდებობებზე მუშაობის შემდეგ მიზანშეწონილი არ არის პირის მიერ მაშინვე არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა, რომელიც მთავრობის მონიტორინგს ახორციელებს. ეს ერთადერთი სწორი ანალიზი იყო…. მე ვეთანხმები! თქვენ? პ.ს. საქართველოში ამჟამად არ ვიმყოფები და ბოდიში, რომ ზარებს ვერ ვპასუხობ. ყველას მადლობა მხარდაჭერისთვის.,, აცხადებს ეკა გიგაური

banner
წინა სტატიაშინეპალის მიწისძვრა – ნგრევის ვიდეო-კადრები
შემდეგი სტატიაზვავი ევერესტზე რომელმაც 65 მთასვლელი იმსხვერპლა (VIDEO)