ეკა გიგაური : ვენეციის კომისია ამბობს, რომ ყველა პროცესი პოლიტიზებულია

ეკა გიგაური: მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროებმა გაითვალისწინონ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები

პროკურატურის სისტემის დეპოლიტიზაციისთვის ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს. მესამე სექტორი მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესში იუსტიციის მინისტრის დისტანცირებას, საპროკურორო საბჭოს წევრების დამოუკიდებლობასა და პროკურორის არჩევაში საპარლამენტო ოპოზიციის ჩართულობას ითხოვს.

“ვენეციის კომისია ამბობს, რომ ყველა ეს პროცესი პოლიტიზებულია,” – განაცხადა ეკა გიგაურმა.

ამ საკითხს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტიც გამოეხმაურა.

„ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას აქვს ერთპიროვნული გავლენა ყველა ეტაპზე მთავარი პროკურორის დანიშვნასა და გათავისუფლებაზე,” – განაცხადა სოფო ვერძეულმა.

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ამბობს, რომ რეკომენდაციების დიდ ნაწილს გაიზიარებენ.

“სამივე ახალი ინსტიტუტი რომელიც რეფორმის შედეგად იქნება შემოღებული, საპროკურორო საბჭო, პროკურორთა კონფერენცია და საგანეგბო პრკუროს, დადებითად არის შეფასებული, არის ცალკეული რეკომენდაციები რომ კანონპროექტი კიდევ უფრო კარგი გახდეს, დიდ ნაწილს გავიზიარებთ, კონკრეტულად ახლა შორს წაგვიყვანს რას კი და რას არა,” – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური: თივის ზვინზე ცელქი ბავშვივით მჯდომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ხელიდან ასანთს ვართმევთ
შემდეგი სტატიაპუტინის ზარი ჰოლანდიის პრემიერთან… ბოინგის საქმის მასალებთან დაკავშირებით