ეკა ბესელია: ხელისუფლება “რუსთავი 2”-ს არ დახურავს და არც სამართლებრივ დავაში ჩაერევა

ეს არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა

ყველა მოსამართლე, რომელსაც დღეს ომს უცხადებთ და თავს ესხმით, სწორედ თქვენს დროს არის დანიშნული, – აღნიშნული განცხადება დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრების პასუხად გააკეთა.
პარლამენტში “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით მიმდინარე დებატებისას ბესელიამ განაცხადა, რომ მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ საუბრობს დღეს მედიის თავისუფლების თემაზე. ბესელია იმასაც ამბობს, რომ სასამართლო დავების განხილვა პარლამენტის სივრცეში არ უნდა ხდებოდეს.
“არ მგონია, შემთხევითი იყოს ის, რომ რომ “რუსთავი 2″, სადაც ძალიან ბევრი კვალიფიციური და პროფესიონალი ჟურნალისტი მუშაობს, ძალიან ბევრმა ცნობილმა სახემ დატოვა. არც იმ მგონია შემთხვევითი, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელი ღიად და დაუფარავად ამბობს, რომ ის ხელისუფლებას ჯოჯოხეთს მოუწყობს. ამის მიუხედავად, ხელისუფლება ამ ტელევიზიას, რა თქმა უნდა, არ დახურავს და არ ჩაერევა სამართლებრივ დავაში”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მეორე დღეა, პარლამენტში, მედიასაშუალებებთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ინიცირებული განცხადების პროექტის განხილვა მიმდინარეობს. დებატების მთავარი თემა “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებული მოვლენებია.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩერგოლეშვილი საპატრულო პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტშია გადაყვანილი
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: ისჯებიან ისინი ვინც უპირისპირდება, ივანიშვილის ხელისუფლებას