ეკა ბესელია: ცირკულარიდან ადეიშვილის ამოღება პირდაპირ უკავშირდება ლტოლვილის სტატუსს

„ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ და მხოლოდ ილუზია-ეკა ბესელია

ზურაბ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გამოეხმაურა.

ბესელიას თქმით, საერთაშორისო ძებნიდან ზურაბ ადეიშვილის ამოღება ლტოლვილის სტატუსს უკავშირდება.

“როგორც უკვე გაირკვა, ლტოლვილის სტატუსი ადეიშვილს 2013 წლის თებერვალში აქვს მიღებული, იქამდე, ვიდრე მას ბრალდებები წარედგინებოდა, რაც პირადი კონტაქტებით მოახერხა, ამიტომაც ხდება მისი მხრიდან ამ ფაქტის გასაიდუმლოება,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ზურაბ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ მთავარი პროკურატურა განმარტებას აკეთებს.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დაკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე უახლოეს მომავალში ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფის გადახედვას არ გამორიცხავს