ეკა ბესელია პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნას მნიშვნელოვანს უწოდებს

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მთავარ პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნას მნიშვნელოვანს უწოდებს.
როგორც ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დეპარტამენტმა მოქალაქეების მიმართ განოხრციელებული წამების, ღირსების შემლახავი ფაქტები უნდა გამოიძის, რაც სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაგრძელებაა.
,,ხანგრძლივი ფიქრის და მუშაობის შემდეგ, საქართველოს მთავარი პროკურატურის სისტემაში, პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა ახალი დეპარტამენტი. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამართლიანობის აღდგენის პროცესის გასაგრძელებლად, იმ პროცესისთვის, რასაც ჩვენი მოქალაქეებიც ელოდებიან. ამ დეპარტამენტმა უნდა შეასრულოს სწორედ მაღალი პასუხსიმგებლობის მატარებელი ვალდებულება, რომელიც გულისხმობს, ჩვენი მოქალაქეების მიმართ განხორციელუბული წამებების, ღირსების შემლახავი საქმეების გამოძიებას, ასევე საკუთრების ხელყოფის ფაქტებსაც, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე მოხდა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან.
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

banner
წინა სტატიაში“თბილისს ასეთი უუნარო მერი და მმართველობა არასდროს ჰყოლია”
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი – პროკურატურაში დეპარტამენტის შექმნა ახალი შეტევის საგანი გახდა