ეკა ბესელია – “პროგრესს დაინახავ თუ მტრულად განწყობილი არ ხარ”

“პროგრესს დაინახავ თუ მტრულად განწყობილი არ ხარ,”- ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ პარლამენტში წარდგენილ მთავრობის საქმიანობის ანგარიშს უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია.

ბესელია ფიქრობს, რომ ანგარიშში მოყვანილი ინფორმაცია სწორია და რეალობას ასახავს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმდჯომარე აცხდებს, რომ ეკონომიკურ წინსვლასთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტები ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს აქვთ.

“თუ ჩვენ შევადარებთ რა დინამიკა გვაქვს, ანუ როგორი იყო სახელმწიფოს დამოკიდებულება 2012 წლამდე და ამის შემდეგ ადამიანის თავისუფლების, ღირსების და მისი უფლებების დაცვა არის მაღალი. აქ არის პროგრესი და თუ მტრულად არ ხარ განწყობილი ამ პროგრესს დაინახავ,”- აცხადებს ეკა ბესელია.

banner
წინა სტატიაში“მთავრობა შორს არის რეალობისგან,”- ნაციონალური მოძრაობა მთავრობის ანგარიშს აკრიტიკებს
შემდეგი სტატიარამდენია სააკაშვილის და გაიდარის ხელფასი?