ეკა ბესელია – პარლამენტში სპორტული ძალის გაძლიერება არ გვჭირდება, ამ მხრივ დეფიციტი ნამდვილად არ გვაქვს

„ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ და მხოლოდ ილუზია-ეკა ბესელია

პარლამენტში სპორტული ძალის გაძლიერება არ გვჭირდება, ამ მხრივ დეფიციტი ნამდვილად არ გვაქვს – ლუკა კურტანიძე საინტერესო საპარლამენტო მუშაობის კუთხით იქნება, – ასე ეხმაურება უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია კურტანიძის პარლამენტში შესვლის საკითხს.

“ლუკას ვიცნობ ძალიან კარგად. იყო ჩვენი თანამებრძოლი იმ პერიოდში, როცა სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდით. მის პრინციპულობაში, მოქალაქეობრივ პოზიციებში და სიმტკიცეში ეჭვი არ მეპარება. პარლამენტში სპორტული ძალის გაძლიერება არ გვჭირდება, რადგან ამ მხრივ დეფიციტი ნამდვილად არ გვაქვს – ყველაზე წარმომადგენლობითია უმრავლესობა ტიტულოვანი სპორტსმენების სახით და ასევე მათი პერსონალური თვისებების გათვალისწინებით. ვფიქრობ, კურტანიძე უფრო საინტერესო იქნება საპარლამენტო მუშაობის მხრივ”, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

კურტანიძე პარლამენტის გარდაცვლილი წევრის, თამაზ ავდალიანის ადგილმონაცვლეა.

banner
წინა სტატიაში“ბლუმბერგი” – ჯონ კერი უკრაინისთვის სამხედრო იარაღის გადაცემის მომხრეა
შემდეგი სტატია“ექსიმ ბანკი” საქართველოსთვის 50 მლნ დოლარს გამოყოფს