ეკა ბესელია: ომით და სამხედრო აგრესიით ჩვენ პრობლემებს ვერ გადავჭრით

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესეილა, ორჭოსანთან განვითრებულ მოვლენებს ეხმაურება. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობას ეხება არის სწორი. მისი თქმით, ეს არის ერთადერთი, სწორი და გონივრული პოლიტიკა, როდესაც მხოლოდ დიპლომატიური მექანიზმებით ხდება პრობლემების დაძლევა. ეკა ბესეილა ამბობს, რომ ომით და სამხედრო აგრესიით პრობლემები ვერ გადაიჭრება, რაც ეს ყველამ ძალიან კარგად უნდა გაიაზროს.

“ დიახ, მთავრობის პოლიტიკა არის სწორი, იმიტომ, რომ მესამე წელი დაიწყო და ამ ძალიან მძიმე ვითარებიდან დავინახეთ გარკვეული, მათ შორის, სამოქალაქო, სავაჭრო და სხვა მიმართულებით, პოზიტიური სიგნალები. რაც შეეხება შიგადაშიგ ამ ტიპის პროვოკაციებს საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, ამაზეც იქნება რეაგირება, მაგრამ ეს არის ერთადერთი, სწორი და გონივრული პოლიტიკა, როდესაც მხოლოდ დიპლომატიური მექანიზმებით ხდება პრობლემების დაძლევა… ომით და სამხედრო აგრესიით ჩვენ პრობლემებს ვერ გადავჭრით და ეს ყველამ ძალიან კარგად უნდა გაიაზროს,”-განაცხადა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიპაატა ზაქარეიშვილი: აგრესია არ სცილდება ოკუპირებულ ტერიტორიებს,რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა დაუდგინა
შემდეგი სტატიაპაატა ზაქარეიშვილი: ბაქო სუფსის მილსადენი უკვე დიდი ხანია გადის ოკუპირებულ ტარიტორიაზე