ეკა ბესელია: ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდება

გიგი უგულავას მიერ პოლიტიკური ბრძოლის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება. ეკა ბესელია ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს.

„ნეტარ არიან მორწმუნენი, სურვილები ერთია, მაგრამ მოვა 2016 წელი და საქართველოს მოსახლეობა თავისუფალ პირობებში სამართლიან არჩევანს გააკეთებს, დარწმუნებული ვარ, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდება. ეს არის წარსულის პოლიტიკური ძალა, ძალიან ცუდის და მუქი წარსულის, ასე რომ ეს მხოლოდ სურვილებია,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი: მე ვულოცავ, რამდენი დღით იქნება ეგ არ ვიცი
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა განაჩენის დღეს გამოცხადებას შეუძლებლად მიიჩნევს