ეკა ბესელია ლიკა კიკიანს შეხვდა

ეს არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა

ლიკა კიკიანს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შეხვდა. შეხვედრაში კიკიანის დედაც მონაწილეობდა.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კიკიანმა მას მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. დეპუტატის შეფასებით, სწორია, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და ყველა დასახელებული პირის დაკითხვა მიმდინაროებს.
“შეხვედრის სურვილი ლიკას დედამ გამოთქვა. როგორც კი განცხადება მივიღე შეხვედრის თაობაზე, მაშინვე დავუკავშირდი. გვქონდა ძალიან ღია საუბარი. ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელზეც საჯაროდ საუბრობს, თუმცა არსებობს გარკვეული ეთიკური მომენტები და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ვისაუბრეთ თავის წუხილზე, მოსაზრებებზე, ასევე ფაქტებზე. ჩვენ, ჩვენი მხრიდან ბუნებრივია კოორდინაცია გვექნება და ვიმუშავებთ ამ კუთხით. დავაკვირდებით გამოძიების მიმდინარეობას. ის, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ნიშნავს, რომ უკვე მიმდინარეობს კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები. მიმდინარეობს პირთა დაკითხვა, ფაქტების გადამოწმება. ამიტომ მეც ვუთხარი, რომ როდესაც გამოძიება მიმდინარეობს და პირველი დღეებია, უნდა ვაცადოთ, რომ დავინახოთ ობიექტური სურათი, რეალურად რაც მოხდა. ამის შემდეგ შესაძლოა იყოს მსჯელობა ვეთანხმებით თუ არა შედეგებს. წინასწარ რაიმე მოსაზრებების თქმა, რომ არაობიექტურია ან ობიექტურია, ბუნებრივია რთულია”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
თავის მხრივ კიკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბესელიამ მას მოუსმინა და დეპუტატის მხრიდან ძალიან დიდი დახმარებაა, რომ “მძიმე დროს მარტო არ დატოვა”.
ლიკა კიკიანი პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშიგლდანში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაოსბორნი: ბრიტანეთი საბერძნეთის კრედიტების გადახდას არ აპირებს