ეკა ბესელია: ინფორმაციის შესწავლა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს

„ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ და მხოლოდ ილუზია-ეკა ბესელია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სამტრედიაში დაკარგულ, 19 წლის გიორგი ადეიშვილთან დაკავშირებული ინფორმაციის შესწავლა.
როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადეიშვილის ოჯახის სურვილის შემთხვევაში, მზად არის, მომხდარით პირადად დაინტერესდეს.
“რადგან ასეთი ინფორმაცია არსებობს, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ფაქტის შემოწმება, გამოძიება, გარკვევა და დადგენა. თუკი დადასტურდება, რომ ის, რაზეც ოჯახი საუბრობს, მართლია, მას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. მზად ვარ, პირადად დავინტერესდე და მივიღო ინფორმაცია, თუკი ოჯახი ამას ისურვებს”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
19 წლის გიორგი ადეიშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. იგი ოჯახში გუშინ დაბრუნდა. ადეიშვილის დედის ინფორმაციით, მისი შვილი პოლიციელების მიერ სასტიკად არის ნაცემი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღლონტი: სამარცხვინოა საქართველოს ხელისუფლების ცალკეულ პირთა საჯარო განცხადებები
შემდეგი სტატიაალილო პრეზიდენტის სასახლეში