ეკა ბესელია – ზაქარია ქუცნაშვილს საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უმრავლესობაში კონსულტაციები არ გაუმართავს

ეს არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა

ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი თავის ნომინირება ცალკეული დეპუტატების არჩევანია. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ბესელიამ აღნიშნა, ზაქარია ქუცნაშვილს საკუთარი კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით უმრავლესობაში კონსულტაციები არ გაუმართავს.

“უმრავლესობასთან საკითხი გავლილი არ ყოფილა. უმრავლესობის პოზიციაა, საბოლოოდ, როცა შედგება კონსულტაციები უმრავლესობის ლიდერის მხრიდან პრეზიდენტთან, ჩამოყალიბდება სავარაუდოდ კანდიდატთა წრე და ამის შემდეგ ერთიან პოზიციაზე შევჯერდებით”, – აცხადებს ბესელია.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ადმინისტრაციამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დასახელებული კანდიდატების სია გამოაქვეყნა
შემდეგი სტატია“წულუკიანი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მისი თანაშემწე უნდა იყოს,” – ზურაბ ჭიაბერაშვილი