ეკა ბესელია: ვის სჯერა და ვის არა, არამგონია ეს სერიოზული მიდგომა იყოს

ეს არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, უკრაინული “ვიკილიქსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, გამოძიება უნდა დაიწყოს.

“ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა მასობრივი საშუალებებით, თავისი შინაარსით ძალიან სერიოზულ ფაქტებს შეიცავს. ამიტომ, ვის სჯერა და ვის არა, არამგონია ეს სერიოზული მიდგომა იყოს. არის მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი მოსახლეობის სიმშვიდისთვის, რომ გადამოწმდეს ინფორმაციის სანდოობა, გადამოწმდეს ფაქტები, ამიტომ გამოძიების დაწყების იდეა იყო რელევანტური. არ უნდა მოხდეს რაიმე ისეთი მოვლენების განვითარება, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველი იქნება. სახელმწიფოს ვალდებულებაა და ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქცია, რომ ამ ფაქტების ნამდვილობა გადამოწმდეს”, – აღნიშნა ბესელიამ.

გუშინ უკრაინული “ვიკილიქსმა” გაავრცელა სტატია, სადაც გაშიფრული იყო სატელეფონო საუბარი. ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი გიგა ბოკერია სახელმწიფო გადატრიალების გეგმაზე საუბრობდნენ.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ ბედუკაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ამით ხელისუფლებას უნდა, რომ რუსული სპეცსამსახურების უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული მასალებით ქართველი ხალხი დააბოლოს?