ეკა ბესელია: ეროვნულ ბანკთან კრიტიკული შენიშვნები გვაქვს

უმრავლესობას ეროვნულ ბანკთან კრიტიკული შენიშვნები აქვს. ამის შესახებ უმრავესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“როდესაც ჩვენი მოქალაქეები დაზარალდნენ, ამ პროცესში რამდენად დროული, ეფექტური და რელევანტური იყო ის ღონისძიებები, რაც ეროვნულმა ბანკმა გაატარა, ამ კუთხით კრიტიკული შენიშვნები გვაქვს, შეიძლება მწვავე იყოს მოსაზრებები იმიტომ, რომ მოთხოვნა ეროვნული ბანკის მიმართ კანონმდებლობიდან გამომდინარე არის მიმართული, რომ ჩარევა, ინტერვენცია დროული შესაბამისი და სწრაფი ყოფილიყო,” – განაცხადა ბესელიამ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი კი ამბობს, რომ მონეტარული პოლიტიკისა და ზედამხედველობის კუთხით მნიშვნელოვანი წარმატება აქვთ.

თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას საშუალოვადიან პერსპექტივაში არ ელოდება.

ამ წუთებში დეპუტატები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილეს უსმენენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს არჩილ მესტვირიშვილი ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ ანგარიშს აცნობს.

banner
წინა სტატიაშირიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
შემდეგი სტატიალიბერთი ბანკის სერვისცენტრის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს