საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს
” იმისთვის რომ ბრალდებულმა დატოვოს საპატიმრო დაწესებულება, საჭიროა არსებობდეს საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება, რაც დღეს არ არსებობს. საკონსტიტუციო სასართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ვიდრე არ მოყვება საერთო სასამართლოს მიერ კონკრეტული გადაწყვეტილება პირის გათავისუფლების თაობაზე, ავტომატურ რეჟიმში ასეთი გადაწყვეტილება კანონმდებლობით ვერ მოხდება.
არასწორი ინტერპრეტაციები ისმის საჯარო კომენტარებში”– წერს ეკა ბესელია