ეკა ბესელია ამერიკის ელჩის პოლიტპატიმართა სიის შედგანაში მონაწილეობას არ ადასტურებს

ამერიკის ელჩის პოლიტპატიმართა სიის შედგანაში მონაწილეობას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია არ ადასტურებს.

“ამერიკის საელჩო არ ჩარეულა ამ პროცესში, სია შედგა კონსესუსის საფუძველზე, სადაც ყველას ჰქონდა ერთნაირი პოზიცია. ე.წ. კოჭოიას საქმეზე კომიტეტმა იმსჯელა, მაგრამ იყო განსხვავებული მოსაზრება. ჩვენ გადავუგზავნეთ პროკურატურას იმისთვის, რომ ის დარღვევები, რაც ამ საქმეში იყო შეესწავლათ. ამ პროცესში ამერიკის საელჩო არ ჩარეულა,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამ საკითხზე ფრაქცია ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის წევრმა ანი მიროტაძემაც გააკეთა განცხადება.

“არაფერს საოცარს არ ვხედავ იმაში, თუ გარკვეული მოსაზრებების გამო და შესაბამისი მტკიცებულებების გამო კონკრეტულ გვარებთან დაკავშირებით იყო პოზიცია გამოხატული და მოხდა სიიდან ამოღება, ამ შემთხვევაში კოჭოიას საქმე,” – განაცხადა მიროტაძემ.

ამ საკითხს საპარლამენტო ოპოზიციაშიც გამოეხმაურნენ.

“ამ საკითხებთან დაკავშირებით ამერიკის შესაბამისმა სამსახურებმა გადაამოწმეს და ნამდვილად დარწმუნდნენ, რომ აქ საქმე ჰქონდა კონკრეტულ დანაშულთან, საელჩოს ხაზით თუ სხვა სახით მოხდა, არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად ყოფილ პრემიერს გაუგზავნეს გზავნილი, რომ ამ ადამიანების ე.წ. პოლიტმატიმრებში გადაყვანა არ შეიძლებოდა,” – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

თავისუფალი დემოკრატების წევრი ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ ამ პროცესში არ მონაწილეობდა და ინფორმაციას არ ფლობს.

ნანა კაკაბაძის განცხადებით, შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი პოლიტპატიმართა სიის შედგენაში მონაწილეობდა.

banner
წინა სტატიაშინანა კაკაბაძე: აშშ-ს ელჩი საქართველოში პოლიტპატიმართა სიის შედგენაში მონაწილეობდა
შემდეგი სტატიათბილისის მერიას ნაციონალური მოძრაობა ქართუ ბანკის სასარგებლოდ ტენდერის ჩატარებაში ადანაშაულებს