ეკა ბესელიას განცხადებით, ხარჯების დაზოგვის მიზნით, ქუთაისის პარლამენტი უნდა დაიხუროს

ეს არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა ქამრების შემოჭერის გზას ქუთაისის პარლამენტის დახურვაში ხედავს. დავით საგანელიძის შემდეგ განცხადება ამ თემაზე ეკა ბესელიამ გააკეთა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პარლამენტის ქუთაისის შენობის დახურვის შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოს ხარჯები საგრძნობლად შემცირდება.

“ხარჯების შესამცირებლად პარლამენტმა პირველი ის უნდა გააკეთოს, რომ ერთ შენობაში იფუნქციონიროს და არა ორ სხვადასხვა ქალაქში. ეს იქნება მნიშვნელოვანი დანაზოგი. ძალიან, ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი,” – აცხადებს ეკა ბესელია.

banner
წინა სტატიაში“მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცენ რუსეთის ამ დესტრუქციულ ქმედებებს”
შემდეგი სტატიანემცოვის ქალიშვილი: მკვლელობა კრემლის სრული მხარდაჭერით მოხდა