ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეებისთვის ქართული ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნა

პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით, ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეებისთვის ქართული ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნა.

როგორც “თაიმერს” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი ბოლნისისა და დმანისის რაიონებს ესტუმრნენ, სადაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეებისთვის ქართული ენის შემსწავლელი კურსები ყველა მსურველისთვის უფასო იქნება და 3 თვეს გასტანს. პრეზიდენტის მრჩევლები სასწავლო დაწესებულებებს ესტუმრნენ, ადგილობრივ მოსახლეობას პროექტის გახსნა მიულოცეს და საგანგებოდ გამოცემული სახელმძღვანელოები გადასცეს. ქართული ენის შემსწავლელ კურსებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორები გაუძღვებიან.

ქართული ენის შემსწავლელი კურსები პირველ ეტაპზე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში – მარნეულში, გარდაბანში, ბოლნისსა და დმანისში გაიხსნება. პროექტი საპილოტეა და სამომავლოდ შესაძლოა, კახეთის და სამცხე-ჯავახეთის რაიონებიც მოიცვას.

banner
წინა სტატიაშიყოფილი თავისუფალი დემოკრატები საკრებულოში მუშობას დამოუკიდებელ ფრაქციად განაგრძობენ
შემდეგი სტატიაგარისას უნივერსიტეტზე თავდასხმისას 147 ადამიანი დაიღუპა