ეთერ კაკულია: ვწუხვარ, რომ ვარ სნეული და არ შემიძლია, თქვენს გვერდით ვიყო

ეთერ კაკულია: ვწუხვარ, რომ ვარ სნეული და არ შემიძლია, თქვენს გვერდით ვიყოთბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებას და საზოგადობის სოლიდარობას ეთერ კაკულია ეხმაურება.
მომღერალი დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს და სწუხს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო საერთო საქმეში მონაწილეობას ვერ იღებს.
„ჩემო საყვარელო, ყველაზე რჩეულო და სოლიდარულო ერო, მე ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ გიერთდებით. ვწუხვარ, რომ ვარ სნეული და არ შემიძლია, თქვენს გვერდით ვიყო. ვტირი და გული დამიმძიმდა, რადგან ჩემს თბილისს უბედურება დაატყდა. მე დღეს მწუხარების ცრემლთან ერთად სიხარულის ცრემლებს ვღვრი, რადგან ვნახე ქართველობის მტკიცე და ურყევი თანადგომა, ვნახე ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენი მომავლის სიმტკიცეს უზრუნველყოფენ. ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, მე ჩემი სიმღერის ფრაზას გულში ვმღერი: ”ისე, როგორც არასოდეს, ახლა უფრო გვწადიან, ქართველებმა ერთმანეთი, შევიყვაროთ ძალიან, ერთიანი საქართველო, ჩვენი სალოცავია”. ჩემო ახალგაზრდებო, შეიძლება მე ვერ მოვესწრო, მაგრამ იმედიანად ვარ, რადგან თქვენი ძალისხმევით ჩვენ გვექნება ერთიანი და ძლიერი საქართველო. მე ვწუხვარ და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, გამძლეობა და ღვთის წყალობა არ მოგკლებოდეთ. მიყვარხართ ქართველებო! თქვენი ეთერ კაკულია“, – ნათქვამია მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიცინცაძის ქუჩაზე მტაცებლის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვების მამა შეიწყალა