ეთანიაჰუმ ლტოლვილების მიღებაზე უარი განაცხადა

უგულებელყოფა

უგულებელყოფაისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ოპოზიციური პარტიების მოთხოვა უგულებელყო და ქვეყანაში სირიელი დევნილების შეშვებაზე უარი განაცხადა- ამის შესახებ The New York Times წერს.
“ისრაელი ძალიან პატარა ქვეყანაა დიდი გეოგრაფიული და დემოგრაფიული სიღრმეებით” – განაცხადა მთავრობის მეთაურმა. მან ასევე დაადასტურა, რომ იორდანიის მხარეს კედლის აშენების გეგმა ისევ ძალაშია. მისი თქმით, კედელი ლტოლვილებისგან თავის დასაცავად არის საჭირო.

მემარცხენე ცენტრისტული პარტიის “ავოდა” ლიდერმა იცხაკ გერცოგმა განაცხადა, რომ ებრაელები არ შეიძლება გულგრილი იყვნენ, როცა ასობით მიგრანტი თავშესაფარს თხოულობს. “ერთხელ ჩვენი ხალხიც შეეჯახა მსოფლიო ხალხთა გულგრილ სიჩუმეს” – განაცხადა გერცოგმა, რომელმაც ჰოლოკოსტი იგულისხმა.
დღეის მონაცემებით 2 მილიონზე მეტი სირიელი დევნილია ეგვიპტეში, ერაყში, იორდანიასა და ლიბანში, კიდევ 1,9 მილიონი ადამიანი თურქეთშია. 348 ათასმა სირიელმა კი ევროპას სთხოვა თავშესაფარი – ნათქვამია დევნილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიფრანსუა ოლანდის პირობა
შემდეგი სტატიააშშ–ს მოთხოვნა საბერძნეთს