ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი მერაბიშვილს, ახალაიას, უგულავასა და ფირცხალავას შეხვდა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი, პედრო აგრამუნტი ე.წ. „მატროსოვის“ ციხეში იმყოფებოდა.

ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი, ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავასა და ბაჩო ახალიას შეხვდა.

„ევროპის საბჭო ყველა წევრ ქვეყანაში წინასწარ პატიმრობაში მყოფთა მდგომარეობას სწავლობს, ვცდილობთ დავადგინოთ ირღვევა თუ არა ადამიანის უფლებები,“-ეს განცხადება ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგნელმა, სასჯელაღარულების დაწესებულების დატოვების შემდეგ გააკეთა და მანვე აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება ითვალისწინებს სპეციალური ანგარიშის მომზადებას, რომელიც რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. აგრამუნტის თქმით, ის პირადად მუშაობს ამ საკითხზე.

„დღეს შევხვდი უგულავას, მერაბიშვილს, ახალაიასა და ფირცხალავას. არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია. ერთადერთი ის იყო, რომ არ მოგვეცეს მობილური ტელეფონების შეტანის და ფოტოების გადაღების საშუალება,”-აცხადებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი პედრო აგრამუნტი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა: სატელეფონო დიპლომატიის გაგრძელება
შემდეგი სტატიაუკანონოდ მითვისებული 2 227 887 ლარი – შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს