ევროსაბჭომ რუსული საპარლამენო დელეგაციის უფლებამოსილება არ სცნო

ევროსაბჭომ, ზამთრის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსული დელეგაციის უფლებამოსილება არ სცნო. ინიციატივა, რუსული დელეგაციის არ ცნობის შესახებ, ბრიტანეთმა დააყენა და მას ევროსაბჭოში ოცდაათმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

“ვეწინააღმდეგები რუსეთისათვის სანქციების გაუქმებას და უფლებამოსილების აღდგენას. მინდა ვთქვა რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო პრინციპებს და არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. ეს არის სახელმწიფო, რომელსაც ოკუპირებულიაქვს სხვა ქვეყნის ტერიტორია, ამიტომ სანქციები უნდა გაგრძელდეს,”- განაცხადა სესიაზე ბრიტანული დელეგაციის წევრმა რობერტ ვოლტერმა.

გადაწყვეტილება რუსული მხარისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა დელეგაცია ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით ისინი უკმაყოფილო დარჩნენ.

რუსეთის დელეგაციის წევრის სერგეი ნარიშკინის თქმით მას იმედი ჰქონდა, რომ ევროკავშირი გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

ევროსაბჭოში კი გრძელდება რუსეთის მიმართ ახალ სანქციებზე მუშაობა. თუ რა ფორმით განახორციელებს ზეწოლას ევროკავშირი რუსეთზე ეს ხუთშაბათს გახდება ცნობილი.

რუსეთის მიმართ სანქციების გაგრძელდებას და კიდევ უფრო გამკაცრებას ითხოვს ქართული დელეგაციაც.

სტრასბურგში მყოფი საქართველოს პარლამენტის წევრები როგორც უმრავლესობიდან ასევე უმცირესობიდან მიიჩნევენ, რომ რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრება უნდა მოხდეს და უკრაინასთან ერთად განხილული უნდა იყოს საქართველოს საკითხიც.

banner
წინა სტატიაში“ჭიკაიძე პასუხისმგებლობას გაექცა”- ირმა ინაშვილი აქციებს აანონსებს
შემდეგი სტატიაემზარ კვიციანს სავარაუდოდ 28 იანვარს გაათავისუფლებენ