ევროპული კანონებით ,,ბოზი და მამაშა,, ერთ ენაზე უნდა საუბრობდეს…

ნიდერლანდებში არსებული ბორდელების პატრონებს საშუალება უნდა ჰქონდეთ საკუთარ პერსონალს დაელაპარაკონ – ასეთია ევროსასამართლოს დადგენილება…
სასამართლომ დაადგინა, რომ ამსტერდამის მერია მართალი იყო, როცა ერთ-ერთ ბორდელს ლიცენზია იმიტომ წაართვა, რომ მეპატრონე არ ლაპარაკობდა არც ბულგარულად და არც უნგრულად.
“სასამართლო თვლის, რომ ბორდელის მეპატრონე და იქ მომუშავე პერსონალი ერთმანეთისთვის გასაგებ ენაზე უნდა მუშაობდნენ” – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ენის ბარიერის შესახებ ევროკავშირის 28-ვე ქვეყანას ეხება.
შეგახსენებთ, რომ პროსტიტუცია გერმანიასა და ნიდერლანდში 2002 წლიდან ლეგალიზებულია და მათ ფუნქციონირებისათვის ლიცენზია სჭირდებათ.
ნიდერლანდის კანონმდებლობით კი, საროსკიპოში მომუშავე პერსონალი სამსახურის დაწყებამდე სავაჭრო პალატაში უნდა დარეგისტრირდეს და გადასახადები ისევე გადაიხადოს, როგორც სხვა პროფესიის წარმომადგენლებმა.
ამსტერდამის სექს-მუშაკების 75% აღმოსავლეთ ევროპიდან, აფრიკიდან და აზიიდან არიან.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა რუსეთისგან საჰაერო სივრცის დარღვევაზე განმარტება მოითხოვა…
შემდეგი სტატიასომხეთი მაჟორიტარულ სისტემას აუქმებს და საპარლამენტო რესპუბლიკა ხდება…