ევროპის უმაღლესი სასამართლო: აშშ-ს კომპანიები ევროპელების პირად მონაცემებს არ იცავენ

ევროპის უმაღლესი სასამართლო: აშშ-ს კომპანიები ევროპელების პირად მონაცემებს არ იცავენ

ევროპის უმაღლესი სასამართლო: აშშ-ს კომპანიები ევროპელების პირად მონაცემებს არ იცავენევროპის უმაღლესმა სასამართლომ, რომელიც ევროკავშირის უმაღლესი სასამართლო ორგანოა, დაადგინა, რომ ამერიკული კომპანიებში მომხმარებლების მონაცემები არ არის დაცული და 2000 წლის ევროკომისიის გადაწყვეტილება მონაცემების ტრანსატლანტიკურ გადაცემაზე ანულირებულად გამოაცხადა.
სასამართლოს დადგენილებით გაგრძელდება გამოძიება, რომლის შედეგადაც შესაძლებელია საერთოდ აკრძალოს ევროპიდან ამერიკულ სერვერებზე მონაცემების გაგზავნა.
ფეისბუქის წინააღმდეგ საჩივარი ავსტრიელმა სტუდენტმა მაქს შრემსმა შეიტანა ედუარდ სნოუდენის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ, სადაც სნოუდენი მოქალაქეების მასობრივ თვალთვალზე ლაპარაკობს, რომელსაც ამერიკული სპეცსამსახურები აკონტროლებენ.
შრემსმა საჩივარი თავდაპირველად ირლანდიაში შეიტანა, სადაც ფეისბუქის ევროპული შტაბ-ბინაა. საჩივარზე მას უარი უთხრეს, მაგრამ შემდეგ ევროკავშირის უმაღლეს სასამართლომდე მიაღწია.
ევროსასამართლომ სამშაბათს მომჩივანის სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება.

banner
წინა სტატიაშიაბუ-დაბიში საქართველოს საელჩოს, დუბაიში კი საკონსულოს გახსნა იგეგმება
შემდეგი სტატია,,მოუთმენლად ველით თავდაცვის მინისტრთან შეხვედრას და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას”