ევროპა რკინიგზის სადგურებზე უსაფრთხოებას აძლიერებს

ევროპის ქვეყნები რკინიგზის სადგურებზე უსაფრთხოებას გააძლიერებენ. ამის შესახებ შეთანხმებას პარიზში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე მიაღწიეს, რომელშიც ევროკავშირის წევრი ცხრა ქვეყნის შინაგან საქმეთა და ტრანსპორტის მინისტრები მონაწილეობდნენ.

ლიდერების გადაწყვეტილებით, ევროპის ქვეყნების სპეცსამსახურები თანამშრომლობას გააღრმავენ, სასაზღრო მონაკვეთებზე კი მგზავრებსა და მათ ბარგს შეამოწმებენ.

სამიტი გასულ კვირას ამსტრედამი–პარიზის ჩქაროსნულ მატარებელში მომხდარი თავდასხმის შემდეგ დაიგეგმა.

მაშინ მასშტაბური ტერაქტის აღკვეთა მგზავრებმა საკუთარი ძალებით შეძლეს.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატები”: სიტყვის თავისუფლების მხრივ დღეს უფრო მძიმე ვითარება იქმნება, ვიდრე 2007 წელს
შემდეგი სტატიასტიქია აშშ-ში – დაღუპულთა შორის ერთი 10 წლის გოგოა