ევროპა ბუნებრივ აირს საქართველოს გავლით მიიღებს – ყარსში სამმხრივ პროექტს ჩაეყარა საფუძველი

გიორგი მარგველაშვილი - ნემცოვის მკვლელობა დარტყმაა მთლიანად პროგრესული კაცობრიობისათვის

ევროპა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის გავლით ბუნებრივ აირს მიიღებს. ყარსში რამდენიმე წუთის წინ საფუძველი ჩაეყარა სამი ქვეყნის ტრანსანატოლიის პროექტს.

საზეიმო ცერემონიალის შემდეგ სამი ქვეყნის პრეზიდენტებმა განცხადებები გააკეთეს და პროექტის მნიშვნელობაზე ილაპარაკეს.

განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც.

“მიუხედავად არსებული სირთულეებისა, დარღვეული ტერიტორიებისა და ოკუპაციისა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პრობლემა არ შეექმნას საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ დერეფანს, რადგან ამაზე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი აზერბაიჯანისა და თურქეთის კეთილდღეობაა დამოკიდებული. ჩვენ აღნიშნული დერეფნის დაცვა მოვახერხეთ 2008 წელსაც და შევასრულეთ ნაკისრი ვალდებულებები. საქართველო არის ევროპისა და აზიის კარიბჭე და ამ როლს საუკუნეების განმავლობაში ასრულებს,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია თავისი სიმამრის მონაწილეობას აქციის დარბევაში კატეგორიულად უარყოფს
შემდეგი სტატიასაწვავზე ფასებმა 4-5 თეთრით მოიმატა