“ევროპაში ყოფილა აღმართული კედლები, რომელიც ადამიანებს და სახელმწოფოებს ჰყოფს”

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო ევროპის ნაწილია.

გიორგი მარგველაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

“ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი. ევროპაში ყოფილა აღმართული კედლები, რომელიც ადამიანებს და სახელმწოფოებს ჰყოფს. მაგრამ ჩვენ ევროპის ისტორიიდან ვიცით, რომ ნებისმიერი ასეთი ხელოვნურად და ძალადოვრივად აგებული კედელი, ადრე თუ გვიან ინგრევა. ჩვენ მშვიდად, რაციონალურად და ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს და ვიქნებით საქართველოშიც იმ სიმშვიდის და სტაბილურობის შემქმნელი და გარანტი, რომელიც ისტორიულად გვეკუთვნის. ბატონო პრეზიდენტი მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა საქართველოში ჩამობრძანებისთვის, იმისთვის, რომ პირადი ინიციატივით იმყოფებოდით იქ, სადაც ირღვევა საერთაშორისო სამართლის ლოგიკა, ისტორიული სამართლიანობა”, – მიმართა გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტუსკს.

banner
წინა სტატიაში“მე თქვენ წვლილს მაღალ შეფასებას ვაძლევ და ყოველივე კარგს გისურვებთ, ძვირფასო მეომრებო”
შემდეგი სტატია„საქართველო მიჩნეულ იქნა ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და ნატო-ს ჯარებთან ყველაზე თანმხვედრ ქვეყნად“