ევროპაში ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა დასრულდა

ევროპაში ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა დასრულდა

ევროპაში ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა დასრულდაშვეიცარიაში ყველაზე გრძელი და ღრმა რკინიგზის გვირაბის განათების დამონტაჟება უკვე დასრულებულია – ამის შესახებ ინფორმაციას The Daily Mail ავრცელებს. გვირაბის სიგრძე 57 კილომეტრია. წინა გვირაბის სიგრძის რეკორდი იაპონიას ეკუთვნოდა, რომელიც თითქმის სამი კილომეტრით მოკლეა შვეიცარიულზე.

“ეს გვირაბი შვეიცარიის რკინიგზაში ყველაზე უსაფრთხო მონაკვეთი იქნება” – წერს The Local.
უახლოესი კვირის მანძილზე მშენებლები გვირაბს ჩააბარებენ, მას შემდეგ რაც მისი ტესტირება დადებითად ჩაივლის.

სავარაუდოდ, გვირაბის გამოსაცდელად მატარებლები 3 ათასჯერ გაივლიან.
მგზავრების პირველი გადაყვანა 2016 წლის ივნისს არის დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაში31 აგვისტოს უკრაინაში ნატოს ყველაზე მასშტაბური წვრთნები დაიწყება
შემდეგი სტატიალუდის მწარმოებლებს რეკლამაში სიტყვა „სასარგებლო“-ს გამოყენება აეკრძალათ