ევროკომისიამ საბერძნეთთან მოლაპარაკებები ჩავარდნილად გამოაცხადა

საბერძნეთის მთავრობის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები წარუმატებელი აღმოჩნდა – ცნობას ევროკომისიის პრეს-სამსახური მას შემდეგ ავრცელებს, რაც უწყების ხელმძღვანელმა ჟან კლოდ იუნკერმა ბრიუსელში შეხვედრა გამართა.
მიუხედავად მცირეოდენი წარმატებისა, რომელიც მოლაპარაკებების დროს იქნა მიღწეული, ათენსა და კრედიტორებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები რჩება პრობლემის აღსაქმელად. საბერძნეთის ხელისუფლების წინადადებები არასაკმარისი იყო კონსესუსის მისაღწევად.
მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ახლა ევროჯგუფის დონეზეა – ავრცელებს «რეუტერსი» ბრიუსელის უწყების ინფორმაციაზე დაყრდნობით. ფინანსთა მინისრების მომდევნო შეხვედრა 18 ივნისს ლუქსემბურგში გაიმართება. ამასთანავე, ჟან კლოდ იუნკერი ძველებურად დარწმუნებულია, რომ ივნისის ბოლოს შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღება და შეთანხმებამდე მისვლა, რომ საბერძნეთი გაკოტრებისგან გადარჩეს.
ამისათვის საბერძნეთის მთავრობამ გადაწყვეტილების მიღების მზაობა უნდა აჩვენოს პოლიტიკურ ნებასთან ერთად, რომ გაატაროს მნიშვნელოვანი რეფორმები – ნათქვამია ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგულიკო ვეფხვებს ეფერება (VIDEO)
შემდეგი სტატიარუსეთში გამოკითხულთა 50%-ზე მეტი სტალინს უჭერს მხარს