ევროკავშირმა უკრაინას ურჩია ემოციებზე აღარ ითამაშოს

ევროკავშირმა უკრაინას ურჩია ემოციებზე აღარ ითამაშოს

ევროკავშირმა უკრაინას ურჩია ემოციებზე აღარ ითამაშოსევროკავშირის უკრაინაში წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იან ტომბინსკიმ განაცხადა, რომ დროა უკრაინელები რეალური საქმეებით დაკავდნენ და ემოციებზე სპეკულირებას მოეშვნენ.

“მაიდანმა ევროპულ საზოგადოებაში პოზიტიური ემოციები მოიტანა უკრაინასთან დაკავშირებით. მაგრამ ემოციებზე არ შეიძლება უსასრულოდ თამაში. ახლა ევროპისთვის უფრო საინტერესოა ლტოლვილების პრობლემა და ახლა თქვენი დროა აჩვენოთ, როგორ აშენდება რაციონალური პროექტი “უკრაინა”. უკრაინა პრობლემის ნაწილი კი არა, გადაწყვეტილების ნაწილი უნდა გახდეს” – განაცხადა ტომბინსკიმ.

სექტემბერში ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა უკრაინას სირიის ბედი უწინასწარმეტყველა. მისი თქმით, უკრაინელი ლტოლვილები ერთ დღეს ევროპას მოაწყდებიან. “თუკი დღეს ლტოლვილები სირიადან და ლიბიადან მოდიან, ხვალ ზუსტად ასე მოვლენ უკრაინიდან. ახლა ჩვენ სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ზომები” – განაცხადა მან.

banner
წინა სტატიაშიმევენახე გელა გრიშენკოს მიერ ვაზის გაჩეხვა არის ცალსახა პროვოკაცია და დადგმული სპექტაკლი
შემდეგი სტატიასაქართველოში ევროკავშირის ადგილობრივი წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს